„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ისრაელელი მეცნიერები აცხადებენ, რომ D ვიტამინის დონის მატება კოვიდპაციენტებს, შესაძლოა, სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში დაეხმაროს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბარ ილანის უნივერსიტეტისა და გალილეის სამედიცინო ცენტრის მკვლევრები ამბობენ, რომ D ვიტამინს ისეთი ძლიერი გავლენა აქვს დაავადების სიმძიმეზე, რომ მათ შეუძლიათ პროგნოზი გააკეთონ, თუ როგორ იგრძნობენ თავს ადამიანები ინფიცირების შემთხვევაში, მხოლოდ მათი ასაკისა და D ვიტამინის დონის მიხედვით.
მეცნიერების განცხადებით, D ვიტამინის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხის დონეს.
კვლევა ისრაელში კორონავირუსის პირველი ორი ტალღის დროს ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება და იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო. ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიტამინის დანამატები ვაქცინების შემცვლელი არ არის. ის იმუნიტეტის დონის დაცემის თავიდან აცილების საშუალებაა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019