„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შეფასებისას.
მისივე თქმით, გარე ძალებს სურთ, საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შევლა, რათა მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც კითხვებს აღარ დასვამენ.
„ვამბობდით, რომ არაფერს ორიგინალურს ისინი არ შემოგვთავაზებდნენ. გადაიწერდნენ ძველი რეზოლუციებიდან. ურთიერთობები მათ დააზიანეს, ჩვენ არ დაგვიზიანებია. ჩვენ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტიდან დაწყებული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც ვეუბნებით, რომ საქართველო ყოველთვის არის მზად, დეტალურად გაიაროს ნებისმიერი პრეტენზია, თუ ჩვენს მიმართ რაიმე აქვთ, მაგრამ საქართველო არასდროს დაექვემდებარება განხილვის გარეშე რაღაც დირექტივის გამოგზავნას და ამის შესრულებას ისე, რომ არც კი მოისმინონ ჩვენი მოსაზრებები. მათ ასე უნდოდათ. იმიტომ უნდათ აქ ხელისუფლების ძალადობრივი შევლა, რომ მოიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც კითხვებს აღარ დასვამენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონის გაუქმება - კარგად ნაცნობი მოთხოვნები, ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა. დებატებს ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „ენჯეოს“ წარმომადგენლები.