„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება

Dana White

UFC-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი - Freedom 250, რომელიც აშშ-ის თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა, ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად შეფასდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სავსე ტრიბუნების, მაღალი მაყურებლების აქტივობის და საჩემპიონო ბრძოლების მიუხედავად, ღონისძიება ერთჯერად პროექტად რჩება.

UFC-ის CEO დენა უაითის განცხადებით, ორგანიზაცია მსგავსი მასშტაბის შოუს გამეორებას აღარ გეგმავს.

„მე ამის დაფინანსება არ შემიძლია… სფეროში აღარასდროს გავაკეთებ და ამასაც აღარ გავიმეორებთ“, - აღნიშნა უაითმა ჟურნალისტებთან, ღონისძიების დასრულებიდან რამდენიმე საათში.

მისივე თქმით, დაახლოებით 60 მილიონ დოლარად შეფასებულმა პროექტმა ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწია.

მაღალი ხარჯების მიუხედავად, ღონისძიება ფინანსურად მაღალი მაჩვენებლით შეფასდა.

უაითის განცხადებით, მერჩენდაიზის გაყიდვებმა რეკორდული შედეგი აჩვენა.