„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი კორონავირუსის მიმდინარეობისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც წერეთელი ამბობს, ქვეყნების მიხედვით COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის რაოდენობის შედარების მცდელობაც ასევე შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი.
“კორონავირუსის შედეგად ინფექციების და გარდაცვალების რაოდენობის ყოველდღიურად გამოქვეყნებული მონაცემები გახდა პანდემიის გლობალური გავლენის დეპრესიულად ნაცნობი სურათი და სამწუხაროდ ბევრი უკვე ზედაპირულად უყურებს ამ ციფრებს. მაგრამ გლობალურად დაღუპულთა საერთო რაოდენობის ექსტრაპოლაციის მცდელობა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და ქვეყნების მიხედვით COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის რაოდენობის შედარების მცდელობაც ასევე შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი და დამაბნეველი.
თითოეულ ქვეყანას აქვს სიკვდილის აღრიცხვის საკუთარი გზა – და ამის საკუთარი ვადა. ზოგიერთი მთავრობა ითვლის მხოლოდ საავადმყოფოებში სიკვდილიანობას, მაგალითად და ფართო ტესტირების გარეშე ადვილი არ არის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის შემოწმება. ამას ემატება ისეც რომ არსებობს ასევე განსხვავებები სიკვდილის მიზეზების აღრიცხვაში: კორონავირუსი შეიძლება იყოს გამომწვევი, მაგრამ სიკვდილი შეიძლება გამოწვეული იყოს გართულებების ფართო სპექტრით.
ამის გამო ითვლება რომ ყველაზე რეალურ სურათს თუ როგორი სიტუაციაა კოვიდ გამო იძლევა ე.წ „ჭარბი სიკვდილის“ მაჩვენებელი. ეს კონცეფცია სულ უფრო ხშირად გამოიყენება, როგორც ვირუსის გავლენის გაზომვის უკეთესი და თანმიმდევრული გზა. მარტივი სიტყვებით, ეს არის დაღუპულთა რაოდენობა, რომელიც აღემატება ამ ქვეყნისა და დროის მონაკვეთის მოსალოდნელ ნორმას, ისტორიული საშუალო მაჩვენებლების საფუძველზე.
ახლა კი გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს რამდენიმე ქვეყანაში “ჭარბი სიკვდილის” მაჩვენებელს. დასკვნები თქვენთვის მომინდვია”,- წერს ზაზა წერეთელი.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019