ზელენსკი და ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან

ზელენსკი და ტრამპი

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან. მანამდე კი, პრეზიდენტებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა არაერთხელ სთხოვა ზელენსკის, რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეეწყვიტა, რადგან ეს, მისივე შეფასებით, გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასს ზრდის.

სტატიაში წერია, რომ, ფრონტზე არსებული ესკალაციის ფონზე, თეთრი სახლი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებასა და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.