კაცს, რომელმაც შვილი წააქეზა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა, პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე ნახეთ:

დააკავეს კაცი, რომელიც 11 წლის ბიჭს 9 წლის ბიჭის ცემას აქეზებდა

ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

პირველ ივლისს, ამ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება - ნახეთ, დეტალურად

13 წლის გოგო ორსულად არის - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის კაცი დააკავეს