13 წლის გოგო აბორტის გასაკეთებლად წაიყვანეს - ზუგდიდში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

policiis lenti

ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, 13 წლის გოგოზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 50 წლამდე კაცი, მოზარდის ოჯახის მეზობელია. საცხოვრებელი ბინა, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა ამ დროისთვის დაკეტილია.

არსებული ინფორმაციით, ფაქტს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მომხდარი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდი დაორსულდა.

ოჯახმა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და ნაყოფის მოსაშორებლად გოგონა ქუთაისში წაიყვანა.

სწორედ ექიმებმა ჩააყენეს სამართალდამცველები საქმის კურსში. 13 წლის გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პოლიციაში გამოიკითხა მისი მშობელიც.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ასევე ნახეთ:

13 წლის გოგო ორსულად არის - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის კაცი დააკავეს

,,რა ტრაგედიაა... უსაყვარლესი და ნიჭიერი ლიკა აღარ არის..." - მესამე კურსის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ივლისში ნამდვილ სიყვარულს იპოვის