1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთში, Loko Bank-ის ვიცე პრეზიდენტი კრისტინა ბაიკოვა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ახალგაზრდა ქალი საკუთარი ბინის მეთერთმეტე სართულიდან გადავარდა.
მასთან ერთად ბინაში, მისი 34 წლის მეგობარი მამაკაცი ანდრეი იმყოფებოდა სტუმრად.
პრესის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა და მისი ემოციური მდგომარეობა არაპროგნოზირებადი იყო.
ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ვინ დაუნიშნა ბაიკოვას პრეპარატები.
ცნობისთვის, გასულ წელს ლუკოილის ვიცე პრეზიდენტი რავილ მაგანოვი მოსკოვის საავადმყოფოს ფანჯრიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მოგებას იმსახურებს მხოლოდ ერთი ადამიანი…“ - რას წერს ნინუსი ტურავა „პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტებზე