1774295087
საჭმლის ინტოქსიკაციით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - ტრაგედია კახეთში
დაკონსერვებული პროდუქტით გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა. ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.
გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.










