პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა გულგრილობის შედეგია და არა სისტემური პრობლემის. კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თბილისის მერია კალაძის ხელმძღვანელობით გამორჩეულ პროექტებს ახორციელებდა.
„ამ 5 წლის განმავლობაში კახი კალაძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.
აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო", - თქვა კობახიძემ