გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
თბილისის მერმა კახა კალაძე მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას ქალაქის მასშტაბით შპს „მშენექსპერტს“ მიერ გაკეთებული ექსპერტიზის ინსპექტირება დაავალა.
„ახლა კი, მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.