პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ მისი მცირე პასუხისმგებლობაც კი გამოიკვეთება, მზადაა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
„რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ.
რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის, მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი, მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები. იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არ დარჩება არანაირი კითხვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მდებარე შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის საქმის გამოძიების ფარგლებში 9 პირი დააკავა, მათ შორის, გრინსერვისის და საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.