„იცნობდეთ თაღლითს! არ ენდოთ, მატყუარაა! თანხას ჩაგარიცხინებთ და...“ - სოციალური ქსელით, ადამიანების ფულის მითვისების და მოტყუების შემთხვევები გახშირდა

puli

"იცნობდეთ თაღლითს! არ ენდოთ, მატყუარაა! თანხას ჩაგარიცხინებთ და ნივთს არ მოგიტანთ! არ გაეკაროთ მატყუარაა!" - მსგავსი შინაარსის გაფრთხილება სოციალურ ქსელში მრავლადაა. ამ განცხადებების ავტორები დაზარალებული მომხმარებლები - ბრალდების ადრესატები კი არაკეთილსინდისიერი გამყიდველები არიან.

ინტერნეტში პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებების ზრდის პარალელურად, გაფრთხილების შემცველი პოსტებიც მატულობს.

ონლაინ ვაჭრობა დროის დაზოგვასთან და ბევრ სხვა პლიუსთან ერთად, შეიცავს საფრთხეებს, გახდეთ მსხვერპლი - გადაიხადოთ თანხა, ვერ მიიღოთ შეკვეთა და მოტყუვდეთ.

დაზარალებული მომხმარებელი მართლაც ბევრია, ამას სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფიც მოწმობს, სადაც მოტყუებულები ერთმანეთს ცუდ გამოცდილებას უზიარებენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც არა რაიმე კონკრეტული ნივთი შეიძინა, არამედ ოჯახთან ერთად ზამთარში დასვენება გადაწყვიტა და სახლი სოციალური ქსელით იქირავა.

 

დაზარალებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც არ შეეგუა და საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტა.

საეჭვო გამყიდველმა, თანხის დაბრუნებით, თავი აარიდა სააგენტოს მხრიდან სოლიდური თანხით დაჯარიმებას. კონკრეტულ ფაქტს დანაშაულის კვალიფიკაციას სამართალდამცავი უწყება ანიჭებს, სწორედ ამიტომ, თაღლითობის შემთხვევაში, მოტყუებულმა მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიმართოს პოლიციას.

ონლაინ თაღლითობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი. უნივერსალური რჩევა დისტანციური მყიდველებისთვის არ არსებობს, სასურველია, არ ჩაურიცხოთ თანხა წინასწარ საეჭვო რეპუტაციის და გამოცდილების არ მქონე მოვაჭრეებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

შეიძლება თუ არა, რომ დაავადება ჩვენი აზრებით გამოვიწვიოთ? - სპეციალისტის რჩევა

VIDEO: და-ძმის პირველი შეხვედრა - მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს