პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანის აზრები მატერიალურია, ხოლო რწმენას საოცრებების მოხდენა შეუძლია და მისი ერთ-ერთი სასწაული პლაცებოს ეფექტია.
ესაა მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი დაავადებისგან განკურნების დამოუკიდებელ გზებს ეძებს და გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად მოდის.
პლაცებოს ეფექტის საპირისპიროა „ნოცებო“-ს ეფექტი, რომელიც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. მაგალითად, პაციენტები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ვერ განიკურნებიან, ნამდვილად იღუპებიან, ხოლო ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ავადაა, ნამდვილად ავადდებიან.
თუ იპოქონდრიკი საღამოს ახალი ამბების გამოშვებას უყურებს და ახალი ავადმყოფობის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ისმენს, შესაძლოა მისი სიმპტომების შეგრძნება დაეწყოს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორის, ჯონ-კარა ზუბიეტის კვლევამ ცხადყო, რომ ნოცებოს ეფექტი ასოცირდება „ბედნიერების ჰორმონ“ დოფამინის დაქვეითებასთან, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. სწორედ ასე ხდება ტკივილის რეალური გაძლიერება. უფრო მეტიც, მეცნიერება ნოცებოს ეფექტს უკავშირებს ქოლეცისტოკინინის მოდულაციასთან - არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ჰორმონი ხელს უწყობს ჰიპერალგეზიის გაჩენას (სხეულის მაღალი მგრძნობელობა ტკივილის სტიმულის მიმართ), რაც შფოთვას ნამდვილ ფიზიკურ ტკივად აქცევს.
გამოდის, რომ ამაო შიშებმა და ნევროზულმა მდგომარეობებმა შეიძლება ნამდვილად შეუწყონ ხელი ავადმყოფობას ან სიკვდილსაც კი (კვლევის ფარგლებში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გარდაიცვალა ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ეგონა, რომ განუკურნებელი დაავადება სჭირდა)
ყველაზე ხშირად, ნოცებოს მოქმედება შეიძლება ნევროზული აშლილობის მქონე, შფოთვით დაავადებულ ადამიანებში დავინახოთ.
მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ასეთ პირები საკუთარ თავში ვირუსის სიმპტომებს პოულობენ (სიცხე, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების გაქრობა და ა.შ.) მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნოცებოს ეფექტი სახუმარო საქმე არაა. გამუდმებით ავადმყოფობის მოლოდინმა და ყურადღების ნეგატივზე გამახვილებამ შეიძლება ჯანმრთელობის ინდიკატორების რეალური გაუარესება გამოიწვიოს. ჩვენი მარტივი რჩევები ნოსებოსკენ მიდრეკილ ადამიანებს უარყოფითი ეფექტების თავიდან აცილებაში დაეხმარება.
რეგულარულად გამოიკვლიეთ სხეული
იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით სხვადასხვა დაავადებაზე ეჭვობდეთ, ჯობს გამოკვლევა ჩაიტაროთ და ორგანიზმის რეალური მდგომარეობა გაიგოთ.
მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციას
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულწილად, მიღებული ინფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული. სცადეთ ერთი კვირა ნეგატიური ინფორმაციის გარეშე გაატაროთ და ამ დროის მანძილზე ჯანმრთელობაზე ზრუნვით დაკავდეთ. გამორთეთ ტელევიზორი და ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადით. ამით ნერვულ სისტემას მოდუნების საშუალებას მისცემთ.
განვითარდით
ეცადეთ, რომ გარშემო მხოლოდ პოზიტიური ადამიანები და სასარგებლო ინფორმაცია შემოიკრიბოთ, რაც თქვენს საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს. იზრუნეთ პიროვნულ ზრდაზე, იპოვეთ ჰობი და შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ფიზიკური დატვირთვის მეთოდი. ყოველდღიური ცხოვრების ამგვარი აქტივობით შევსებით, ცუდზე ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ.
დაისახეთ მიზანი
თუ ავად ხართ, ეცადეთ ცხოვრების ახალი აზრი იპოვოთ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ვერ ბედავთ. დაისახეთ ახალი მიზანი და ეცადეთ მიაღწიოთ. ამგვარად, სხეული სიხარულის ჰორმონებს გამოიმუშავებს, რაც გამოჯანმრთელებას დააჩქარებს.
საკუთარი შიშები ქაღალდზე გადაიტანეთ
მტკივნეული შეგრძნება საკუთარ თავში არ უნდა შეინახოთ. საქმე საკუთარი შიშის სხვებისთვის გაზიარებას არ ეხება. ამის გაკეთება ბევრად უფრო მარტივად და ეფექტურად შეიძლება. საკუთარი გრძნობები, აზრები და ემოციები უბის წიგნაკში ჩამოწერეთ. ეს ძალიან პრაქტიკული, მარტივი და ეფექტური გზაა აკვიატებული აზრებისგან თავის დასაღწევად.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წარმატების ნახევარი ჩვენი დამოკიდებულებაა. შესაბამისად, ჩვენი ფიქრები პირდაპირ მოქმედებს შედეგზე. ეცადეთ პოზიტიურად იფიქროთ, პანიკას არ აჰყვეთ და მხოლოდ ფაქტებს დაეყრდნოთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად მართოთ თქვენი ცხოვრება და მისი მიმართულება აკონტროლოთ.
ასევე ნახეთ:
არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები
1-წუთიანი ტექნიკა, რომელიც მყისიერად გაგათავისუფლებთ ნეგატიური ემოციებისგან
VIDEO: და-ძმის პირველი შეხვედრა - მათ ერთმანეთი გენეტიკური ტესტის მეშვეობით იპოვეს