1791988944
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან.
როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„ჩემო ოქროს ბიჭო, ჩემო ღიმილა, ძალიან მენანები. ეს რა დღე გაგვითენე, როგორ გაუძლებს დედაშენი უშენობას? როგორ დაუჯერებელია ეს ყველაფერი...“.
„გაქვავდა გული. ღმერთო, შეაძლებინე ოჯახს ამ ტკივილის დათმენა“.
„წინ უამრავი ოცნება, იმედი და ბედნიერი დღე ჰქონდა, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი ერთ წამში შეცვალა... სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე. დარჩა აუხდენელი ოცნებები, მოუშუშებელი ტკივილი და უსასრულო მონატრება...“, - წერენ სოციალურ ქსელში.










