შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
ჩემს ინეტერესშია, რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია, - ამის შესახებ პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს გადის მე-10 დღე, რაც ესპანეთიდან შემოვიტანე CBD-ის შემცველი ზეთი. საზღვარზე არ შემქმნია რაიმე პრობლემა. CBD, იგივე კანაბიდიოლი, ნივთიერებაა რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი და რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017-2018 წლის ანგარიშების მიხედვით:
ა) ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით სრულიად უვნებელია;
ბ) არ ახასიათებს ფსიქოაქტიური ეფეტი;
გ) არ იწვევს დამოკიდებულებას;
დ) შეუძლებელია მისი ბოროტად გამოყენება;
ე) განსხვავებით THC-სგან, რომელსაც ასევე შეიცავს მცენარე კანაფი, CBD-ს არ ახასიათებს ‘დაბოლების’ ეფექტი, პირიქით, ამცირებს ასეთ ეფექტს;
ვ) ეფექტურია ეპილეფსიის მკურნალობის თვალსაზრისით როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში და ცხოველებში;
ზ) არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ შესაძლოა ეფექტური იყოს ალცჰაიმერის, სიმსივნეების, ფსიქოზების, პარკინსონისა და სხვა მძიმე დაავადებთან მიმართებაში.
უკვე არაერთ ქვეყანაში CBD-ს შემცველი პროდუქტები იწარმოება, იყიდება და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი ან სამკურნალო საშუალება.
CBD-ს ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში.
საქართველოში, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, სახელმწიფო დღემდე შერჩევითად უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას.
ტრადიციულად, კანონმდებლობა გარკვევით და გასაგებად არაფერს ამბობს და სხვადასხვა სახელმწიფო სქტრუქტურები იქცევიან ისე როგორც გაუსწროდებათ.
ამ ქვეყანაში უკვე ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელიც იყენებს CBD-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემებთან გასამკლავებლად, და უამრავი ადამიანი, რომლისთვისაც CBD-ს მიღება შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი შვებისმომგვრელი.
CBD-ს მიღებისა და მისი შემცველი პროდუქციის დამზადება/რეალიზაციის მთელი ციკლი უნდა იყოს ლეგალური. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, 10 დღის წინ შემოვიტანე CBD-ს ზეთი ქუთაისის აეროპორტის გავლით. ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე). მაინტერესებს რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე). ჩემს ინეტერესშია რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო, რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია.
არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა. თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო, “- წერს ზურაბ ჯაფარიძე.