ბაია პატარაია აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ორგანიზებაზე: ესაა მინიმალური, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და ვაკეთებთ ისე, რომ რამე არ დავიბრალოთ

ბაია პატარაია

 ორგანიზაცია “საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ორგანიზებას სოციალური ქსელში, კომენტარის სახით გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზურაბიშვილს ამ ვიზიტების ორგანიზებაში ეხმარებიან. “სალომეს ვიზიტების ორგანიზებაში ეხმარება ყველა, უბრალოდ, არ მიგვაჩნია ეს მნიშვნელოვნად. ეს რა მოსაყოლია საერთოდ, კონტაქტები რომ გაქვს და იყენებ?! ესაა მინიმალური, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და ვაკეთებთ ისე, რომ რამე არ დავიბრალოთ. რა ჩამოსაწერი ახლა ეგ არის ან რა დიდი საქმე? წამო ცალკე და მე გეტყვი, ვინ რაში ეხმარება, უბრალოდ, რას მოგცემს ეს ცოდნა? მე ვინც ვიცი, ის ხალხი მაგითი არც ტრაბახობს და საკუთარ ვალდებულებად მიაჩნიათ ასეთი ელემენტარულის გაკეთება“, - ასე უპასუხა ბაია პატარაიამ აქტივისტ ვენერო მელუას ფეისბუქ-პოსტს, სადაც მელუა პარტია “ფედერალისტების“ აშშ-ში ვიზიტი ოპოზიციურ მედიაში არ გაშუქდა, მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების ორგანიზებაში ეს პარტია დაეხმარა. ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას პარტიის მისამართოთ ბაია პატარაიამ ასევე დაწერა, რომ “რანაირად ახერხებს ზოგი, ყველაფერი თვითონ დაიბრალოს“.