ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ და მელანია ტრამპებს თეთრ სახლში მასპინძლობენ

ბაიდენები და ტრამპები

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ.

დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ვაშინგტონის წმინდა იოანეს ეკლესიიდან მივიდნენ, სადაც წირვას ესწრებოდნენ.

1837 წლიდან აშშ-ში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს ჩაიზე მასპინძლობს, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ მიემართებიდან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გაიმართოს.

აღნიშნული ტრადიციის შესრულებაზე 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპმა უარი თქვა.