პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს?! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე.
„უკრაინა და მსოფლიო ამ ომში იმარჯვებენ და ამარცხებენ საქართველოს საუკუნოვან მტერს. ამიტომ არ უნდა დავკომპლექსდეთ! ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ომის პარტია. ჩვენ ვართ არა ომის, არამედ საქართველოს დაცვისა და გადარჩენის პარტია. ახლა ხომ მაინც ხვდებით რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს?! ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმას ვითხოვთ, რაც არ გვეკუთვნის. ჩვენ გვეკუთვნის და თქვენ გეკუთვნით ეს ქვეყანა. საქმე ისაა, რომ საქართველოში მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. როგორც უკრაინაში გაიხსნა ასობით ოფისი პრორუსი ორგანიზაციების, მაგრამ ზელენსკიმ დროზე მიხურა, ასე გაიხსნა საქართველოში. რა გგონიათ ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს ზუსტად უკრაინაში შეჭრის წინ, როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ.
დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას. მაგრამ ქართველი ხალხი მხოლოდ უკრაინელების იმედზე არ შეიძლება იყოს, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, ის, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ, ომობდნენ. არ გვჭირდება ომი და სხვა რამ დღეს. გვჭირდება ერთიანობა და ერთიანობის დემონსტრაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.