რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზეც ისაუბრა.
მისივე თქმით, მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.
„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის, ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო, მე საერთოდ არ მაინტერესებს... თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება. სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის,“- ამბობს ლიზა იასკო.