2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამტკიცებს, რომ 2 წლის მანძილზე მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.
ჯანაშია განმარტავს, რომ ძებნილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად გადადიოდა.
ადვოკატის თქმით მტკიცებულებებში ფული არ ფიგურირებს. ადვოკატს აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ესებუა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის, გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანონ.
ესებუას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს 15 საათზე გაიმართება.