ბადრი ესებუას მამა თვლის, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

ბადრი ესებუას მამა

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ამის შესახებ ტარიელ ესებუამ ადვოკატ იოსებ ჯანაშიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

შესაძლოა ბადრი ესებუა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.