გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
ომიანე ჯიქიას ქალიშვილი, ხათუნა ჯიქია, რომელიც ახლახან იტალიიდან დაბრუნდა, ამბობს, რომ მშობლები და ძმა ერთი კვირის წინ ნახა, თუმცა მშობლების სახლში ბადრი ესებუა არ დაუნახავს.
„მე გაკვირვებული ვარ, არ ვიცი, წუხელ თუ როგორ აღმოჩნდა ჩემს სახლში ბადრი ესებუა. ის ტანსაცმელი, რომელიც პოლიციამ ამოიღო ჩემი ძმისაა, მე გაკვირვებული ვარ. ესებუა ჩემი ნათესავია. იმყოფებოდა თუ არა ჩემი დის სახლში, გაგიდაში, ბადრი ამასაც ვერ დავადასტურებ, აბა რა გითხრათ. მამაჩემი ომიანე ცუდადაა, 10 დღის წინ გამოწერეს ქუთაისის საავადმყოფოდან, 80 წლისაა, სად შეუძლია ნერვიულობა, იმედია ყველაფერი გაირკვევა და მამას არ დააკავებენ“, - ამბობს ომიანე ჯიქიას შვილი ხათუნა ჯიქია.
ბადრი ესებუა ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს, სადაც დილით, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.