3 დღე მყავდა დამწყვდეული, მერე ეზოში დავმარხეო... - რას ამბობს გაუჩინარებული ქალის შვილი ბრალდებულზე

ქალი

კახეთში გარდაცვლილი 68 წლის ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისი მეზობელს სამი დღის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული. 

„3 დღე მყავდა დამწყვდეულიო, ვაჭმევდი კიდეც და ვასმევდი კიდეცო. შევედი შიგნით და მკვდარი დამხვდაო, ეზოში კაკალი მიდგას და იქ დავმარხეო - ამას სერიოზულად საუბრობს. სამი დღის განმავლობაში მეზობლები ამბობენ, დღე და ღამე მუსიკის ხმა გამოდიოდა, ასევე ამბობენ, რომ კაკუნის ხმა გამოდიოდა, ალბათ შველას ითხოვდა,"- ამბობს გარდაცვლილის შვილი.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, სოფელ შალაურში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს და მისი გადაკვალიფიცირება გამოვლენილი გარემოებების მიხედვით მოხდება. 

სხვა სიახლეები