1737285948
თბილისში მომხდარ დაპირისპირებაში ე.წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ - ისინი გარჩევას ვიდეოზარის საშუალებით ესწრებოდნენ
„კურიერის" ინფორმაციით, თბილისის ცენტრში მომხდარ დაპირისპირებაში ე.წ. კანონიერი ქურდები ფიგურირებენ - ისინი გარჩევას ონლაინ, ვიდეოზარის საშუალებით ესწრებოდნენ.
შემთხვევა გვიან ღამით თბილისში მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 5 პირი.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გამოძიება 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ექიმის განმარტებით, 34 წლის პაციენტს ცეცხლსასროლი ჭრილობები აღინიშნებოდა დუნდულოების და ტორსის მიდამოში. პაციენტს სათანადო კვლევები და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ამასთან, ერთ-ერთი დაჭრილი ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი ხ. ც. იგი ორი თვეზე მეტია, რაც თურქეთში იმყოფება და სავარაუდოდ, 28 მარტს დაბრუნდა თბილისში.