პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
„კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ჩატში. მერე? ქოცებმა ამით ის დაადასტურეს, რომ გვისმენენ, რაც არავისთვის ახალი არაა და ამ რუსული, გავრილოვების, მოღალატეობრივი რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი დანაშაულებრივი მეთოდია.
ახლა საინტერესოა, ამაზე გამოძიებას ბორინკას ჯიბის პროკურატურა ფორმალურად მაინც თუ დაიწყებს.
ცხადია რეზულტატი იქნება ისეთივე ნული როგორც ამგვარ და (ამ რეჟიმის მიერ ჩადენილ) ბევრად მძიმე სხვა დანაშაულის ფაქტის გამოძიებისას. ვითომ თავისი (მორიგი) დანაშაულის გამომზეურებით, მოინდომეს ბორინკას სკანდალის გადაფარვა.
ეს მოწმობს, რომ მაგრად შეშინდნენ და ისტერიკაში არიან, რადგან “მოღალატეს უკანალი ეწვის” და ხვდებიან, რომ ბორინკას და მათი პარპაშის მომენტი ახლოვდება",- წერს ბარამიძე.
POSTV ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძი ფიგურირებს. POSTV-ის ინფორმაციით, სკანდალური აუდიოჩანაწერში ბარამიძე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს.
„ადმინისტრაციის ხალხს და არახამიას ვერ ვუკავშირდები თორემ, ჩერეზ-ჩერეზ საგარეოს ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ახლა მივწერე და გაგიჟდნენ მაგ კასიანოვს მაგ ელჩის მოადგილეს დედას მო**ენ“", - ისმის აუდიოჩანაწერში.