ცნობილია, 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ვინაობა
1740385707
უხვი ნალექის გამო, ფოთში დამატებითი სპეცტექნიკაა მობილიზებული. თოვლისგან გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა. უამინდობის გამო, დღეს და ხვალ ფოთში დახურული იქნება საბავშვო ბაღები.
ერთი დღით შეჩერდა სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც. ქალაქში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.
უამინდობის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სპეციალური სამსახურები გურიაშიც.
უხვმა ნალექმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. თუმცა ამჟამად პრობლემა უკვე მოგვარებულია. გრძელდება თოვლისგან გზების გაწმენდა.