„ამერიკული კანონიც კარგია, ბრიტანულიც, როდესაც ის მიმართულია ბრიტანულ და ამერიკულ მოცემულობაზე, ქართულ რეალობას მორგებული კანონები სად არის?“ - ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

"ქართული ოცნება" დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი, რომელიც ამერიკული "ფარას" ანალოგია და მედიის კანონის ბრიტანული მოდელი დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება, რის მერეც განხილვები ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე დაიწყება.

საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკული და ბრიტანული კანონები კარგია, როდესაც ისინი მიმართული არიან ამერიკულ და ბრიტანულ მოცემულობაზე, თუმცა ეს კანონები არ არის მორგებული ქართულ რეალობას.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, ამერიკული კანონიც კარგია, ბრიტანულიც, როდესაც ის მიმართულია ბრიტანულ და ამერიკულ მოცემულობაზე. ქართულ რეალობას მორგებული კანონები სად არის? სად არის კანონები, რომლებიც აქ პროცესებს გააჯანსაღებს?" - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი.