ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალუდა თუთისანმა სოფელ ორბელში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა

პროექტი

სოფელ ორბელში მიმდინარეობს 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 427 779 ლარი.

სამუშაოები 2023 წლის 30 აპრილს უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სოფელ ორბელში, ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 209 780 ლარი.

სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა აქცენტი შესრულების ხარისხსა და ვადებზე გააკეთა.