დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები
1792007824
თბილისში, პეკინის გამზირზე, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, უცნობია.
,,პრაიმტაიმი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.