„იმედის“ ოპერატორი „ვივამედთან“ მომხდარ ინციდენტზე ბოდიშს იხდის

ჟურნალისტები

ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი, ნიკოლოზ წეველიძე სოციალურ ქსელში ვივა მედთან მომხდარს ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ „ვივამდთან“ მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში.

ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ“, - წერს ნიკოლოზ წეველიძე.