პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეკომპანია იმედის დირექტორის მოადგილის ირაკლი ჩიხლაძის თქმით, მათი ოპერატორის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დღეს, 14 დეკემბერს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს იმედის ოპერატორმა ჟურნალისტ ნატაშკა ჯახუტაშვილს ხელი ჰკრა.
„კადრები, რომელიც ვიხილე არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს", - დაწერა ჩიხლაძემ.
იმედის ოპერატორმა მთავარი არხის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეურაცხაყოფა მიაყენა.
კადრებში ჩანს, რომ არხის ჟურნალისტი ნატაშკა ჯახუტაშვილი ეთერში ერთვება, ამ დროს იმედის ოპერატორი მას უყვირის და ხელს ჰკრავს.
ვიდეო თავდაპირველად მთავარი არხის პროდუსერმა თეო გილიგაშვილმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ შენიშვნის მიცემის შემდეგ ოპერატორმა ჟურნალისტს დედა აგინა.