თოვლის საფარი ძალიან მაღალია, რაც ართულებს ტექნიკის გადაადგილებას, აღდგენით სამუშაოებს და კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დროულად მოვახერხოთ ძირითად გზებზე ხელმისაწვდომობა - ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

თოვლის საფარი ძალიან მაღალია, რაც ართულებს ტექნიკის გადაადგილებას, აღდგენით სამუშაოებს და კომუნიკაციას მოსახლეობასთან, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მაქსიმუმს აკეთებენ, რათა დროულად მოახერხონ, პირველ რიგში, ძირითად გზებზე ხელმისაწვდომობა.

„თოვლის საფარი ძალიან მაღალია, რაც ართულებს ტექნიკის გადაადგილებას, აღდგენით სამუშაოებს და კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიუხედავად ამისა, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოვახერხოთ, პირველი რიგში, ძირითად გზებზე ხელმისაწვდომობა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა გადაადგილების“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.