ანა დოლიძე გიორგი გახარიას შესახებ კითხვაზე - ქართულ პოლიტიკაში არიან სალონური პოლიტიკოსები, რომლებიც პროტესტებზე რაღაც კომენტარებს აკეთებენ, ეს ანალიტიკოსობაა და არა მოქმედება

ანა დოლიძე

ქართულ პოლიტიკაში მე დავყოფდი ორ ძირითად ჯგუფს: ჯგუფი, რომელიც მოქმედებს, პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს და პოლიტიკის შექმნა სწორედ ეს არის და არიან სალონური პოლიტიკოსები, რომლებიც პროტესტებზე რაღაც კომენტარებს აკეთებენ, ეს არის პოლიტიკური კომენტატორობა, ანალიტიკოსობა და მოქმედება არ არის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში 30 პოლიტპატიმარია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მუდმივად მიდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტზე, კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ამისთვის მზად ვართ, იყო სწორი.

„ბიძინა ივანიშვილისთვის სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტდა, რომ სასახლეს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ გვეთქვა მოდი, ამაში მხარში დავუდგებით. როდესაც ქვეყანაში 30 პოლიტპატიმარია, როდესაც მუდმივად მივდივართ, მე ქუჩაც გადამიკეტია არაერთხელ, მივდივართ ამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტზე, მიდის საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, კიდევ ერთხელ ამის ჩვენება, რომ ამისთვის მზად ვართ – იყო სწორი.

კითხვაზე, თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ უნდა იცოდეს პოლიტიკური ჯგუფების განწყობა იმ შემთხვევისთვის, თუ დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ, მაგალითად, გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ სასახლე არ ნიშნავს ლეგიტიმაციას, ანა დოლიძემ უპასუხა:

„ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში მე გამოვყოფდი ორ ძირითად ჯგუფს: ჯგუფი, რომელიც მოქმედებს, მე ჩემს თავს ამ ჯგუფს მივაკუთვნებ, პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს და პოლიტიკის შექმნა სწორედ ეს არის. არიან სალონური პოლიტიკოსები, რომლებიც პროტესტებზე რაღაც კომენტარებს აკეთებენ. ეს არის პოლიტიკური კომენტატორობა, ეს არის ანალიტიკოსობა და არა მოქმედება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.