ლანა ღოღობერიძეებს ისევ არ ეყოფათ, თუნდაც ნოდარ ნათაძის მსგავსი ვაჟკაცობა, რომ საკუთარი დანაშაული აღიარონ და ბოდიში მოიხადონ მრავალი თაობის სიცოცხლის დანგრევისათვის - სვიმონ ჯანგულაშვილი

სვიმონ ჯანგულაშვილი

დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი საზოგადოების დაპირისპირების გამოუსწორებელ შედეგებზე საუბრობს და კინომცოდნე გოგი გვახარიას პასუხობს, რომელიც მის პოსტს გამოეხმაურა.

,,გოგი, მილიონ-ნახევარ ადამიანზე რომ იტყვი, „რუსეთს და რუსებს ირჩევენო", კრიმინალებსო, უამრავ წესიერ ადამიანს ჯაშუშად რომ მონათლავ, უამრავ დიდ ხელოვანს „რუს პროპაგანდისტად" და „ჩასარეცხად", ახალგაზრდა ადამიანებს რომ დაასახიჩრებ და დახოცავ, ჟურნალისტებს რომ გაუსწორდები, კონსტიტუციას დაიკიდებ... და ამის მერე, ამ ყველაფრის შემოქმედებთან ერთად რომ იდექი 12 წელი და მე-12-ე წელს, ამ საზარელი ძალადობების შემოქმედზე რომ იყვირებ, მოწამლულია, კლავენ და აწამებენ და გაუშვებო, მერე ჩააწყობ დასავლელ პოლიტიკოსებთან, რომ თუ მაგ მთავარ ჯალათს არ გაათავისუფლებთ, ევრო-ინტეგრაცია არ გექნებათო; მერე რომ ჩალიჩობ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ სამშობლოს; მერე ყველაფერს რომ გააკეთებ, რომ დიალოგის ნაცვლად, პარლამენტარიზმის ნაცვლად ქუჩური დაპირისპირება გაბატონდეს; ამ ყველა ძალადობის შემოქმედ გვარამიასთან, ხოშტარიასთან, ჯაფარიძესთან, ბარამიძესთან, ამ ყველაფრის დამფინანსებელ კეზერაშვილთან და ნაყოფიასთან ერთად რომ დგახარ... მერე, შენგანვე მოწამლულ და ჩიხში მისულ სიტუაციაში, მილიონობით ლარის პეტარდებს რომ უშენ პოლიციას რამდენიმე ღამე, თუნდაც რამდენიმე საათი, რომ როგორმე მსხვერპლი და საპასუხო ძალადობა მოჰყვეს ამ ყველაფერს. ურცხვად რომ იბნელებ თვალებს და ამბობ - ის 2 ათასი თუ 500 ადამიანი ძალადობს, თორემ ჩვენი აქცია მშვიდობიანიაო... მხოლოდ დაზიანებულ, ნაცემ ახალგაზრდებს (რომელთაც მეც ვგლოვობ და სოლიდარობას ვუცხადებ) რომ იმჩნევ და ურცხვად რომ არ იმჩნევ, თითქმის იმდენსავე დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელს... ურცხვად „ბიო-მასას" რომ გვიწოდებთ რამდენი წელია... ურცხვად „თვალთხარიასთან" ერთად რომ აპროტესტებთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას; ურცხვად „რუსეთის რეზიდენტ პრეზიდენტთან" ერთად რომ აპროტესტებთ „რუსულ არჩევნებს“... და ამის მერე, მაინც რომ სიყვარულისა და კომპრომისის მოწოდებაზე, ურცხვად, მხოლოდ ბოლო 1 ან 2 თვის ან წლის მოვლენებზე, მხოლოდ ცალმხრივი დამოკიდებულებით პასუხობთ ადამიანებს. და არაფრად აგდებთ და არ აფასებთ კომპრომისისა და სიკეთისაკენ მოწოდებას, რადგანაც, კომპრომისი და სიკეთე კი არ გინდათ, არამედ, რევოლუცია და უმრავლესობის ნებაზე ძალადობა.. რადგანაც, ელიტა ხართ და ლანა ღოღობერიძეები და "სვეტები" და ჩვენ ბნელი რუსეთუმეები...

რა ვიცი, კარგია ასეთი პასუხი? სიტყვა "ურცხვად" შენ პირადად ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ გეკუთვნის...

ყველაფერი ეს არის მანიპულაცია. პოლიტიკოსების უნიჭობა, ბოროტება და მანიპულაციები. ჩემი აზრით - უფრო მეტად ნაცი პოლიტიკოსების მხრიდან, შენი აზრით - უფრო მეტად ქოცი პოლიტიკოსების მხრიდან.

მაგრამ, მე იმას ვგლოვობ, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან საშიშია. და გამეორდება 91-92 წლები....

და ლანა ღოღობერიძეებს ისევ არ ეყოფათ, თუნდაც ნოდარ ნათაძის მსგავსი ვაჟკაცობა, რომ საკუთარი დანაშაული აღიარონ და ბოდიში მოიხადონ მრავალი თაობის სიცოცხლის დანგრევისათვის. თვითონ ხომ სულ მუდამ კარგად იცხოვრებენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკი ღოღობერიძეები - ზოგს შევარდნაძე დააფინანსებს, ზოგს ბიძინა, ზოგს სააკაშვილი, ზოგს კეზერაშვილი, ზოგს ხაზარაძე გაუკეთებს "საბას" და პრემიებს და ზოგს ნაყოფია...“, - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი