სოფელ ყიზილაჯლოს სტადიონზე, ტრადიციულად რაგბის საბავშვო ფესტივალი გაიმართა

მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და მარნეულის სარაგბო კლუბ "არმაზის" ორგანიზატორობით, სოფელ ყიზილაჯლოს სტადიონზე, ტრადიციულად რაგბის საბავშვო ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და სარაგბო კლუბ "არმაზის" ხელმძღვანელი გიორგი სოსელია. ფესტივალში მონაწილეობდა 9 სარაგბო გუნდი . "მარნეულის არმაზის" 5 გუნდი , ასევე თეთრი წყაროს ერთი, ბოლნისის ერთი და თბილისის ორი სარაგბო გუნდები. ფესტივალის მონაწილე ყველა გუნდი სიმბოლურად დაჯილდოვდა თასებით და მედლებით. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაცია, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება საზოგადოებაში.

"მარნეულის არმაზში" დღეის მდგომარეობით წრთვნას გადის 110-მდე ბავშვი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენას. წვრთნა მიმდინარეობს სამ ლოკაციაზე: სოფელ წერეთელში, საიმერლოსა და თამარისში