დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებული უნდა დაკითხულიყო, თუმცა ადვოკატის შუამდგომლობით მისი დაკითხვა გადაიდო. საქმის არსებითი განხილვა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

დაზარალებულის თქმით, სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდინგმა“ ბრალდებულებს 416 ათასი ევროს ღირებულების იახტა შეუკვეთეს, თუმცა ბრალდებულებმა თანხა მიითვისეს და დეველოპერულ კომპანიას იახტა არ უყიდეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.