რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ალიანსი ლიდერობს.
ეგზიტპოლების პასუხების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტული "ქრისტიან დემოკრატიული კავშირი" და მისი ბავარიელი პარტნიორის, "ქრისტიან-სოციალური კავშირი", სავარაუდოდ, 29%-ით უსწრებენ ყველა სხვა პარტიას.
მოქმედი კანცლერის ოლაფ შოლცის "სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ 1890 წელს შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი - 16% დააფიქსირა, რითაც მესამე ადგილი დაიკავა.
ბერლინში ფინალური შედეგები შუაღამემდე უნდა შეჯამდეს.
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სულ 8 სუბიექტი მონაწილეობდა.