ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე წარმატებით დასრულდა შემდეგ სოფლებში: ქვედი, წედისი, წოლა.
მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფლებში: ჟაშქვა, ქორთა-ბოყვა, სომიწო, გომი და უწერა.