ნიკა გვარამია ნინი ბადურაშვილზე პოსტს აქვეყნებს

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას "ლამაზების პრეზიდენტო" პოსტი მიუძღვნა.

პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ ცნობილი მეტაფორული ფრაზა “ლამაზების პრეზიდენტო” თითქოს პირდაპირი მნიშვნელობით არის ტექსტში გამოყენებული.

"ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ "ლამაზების პრეზიდენტო" ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა. არ გეგონოთ, სისულელეზე მოვცდი. სინამდვილეში, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოახერხეს რუსებმა ის, რომ მაშინ ბუზიდან სპილოს აკეთებდნენ და დღეს - სპილოდან ბუზს," - წერს გვარამია.

ვიდეორგოლი ნინი ბადურაშვილმა  გამომწერებისთვის ფეისბუკგვერდზე გააზიარა:

„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩემთვის განსაკუთრებული ნამუშევარი, რომელშიც ჩადებულია სიყვარული, ემოცია და დიდი შრომა. იმედია მოგეწონებათ და შეიყვარებთ“,- წერს ბადურაშვილი.