ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
„სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პრიორიტეტები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და კოორდინაციის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა დაადასტურეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.