ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადობის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებისას მხარეებმა დაადასტურეს ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი.
„უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადობის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.