„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
მარნეულში, ხიხანში მცხოვრებმა ნანა გაბაიძემ 12 ივნისს, სახლის ეზოში გველი ნახა. ამბობს, რომ რომ არა მისი ძაღლის რეაგირება, ქვეწარმავალი ბავშვს დაკბენდა. ამის შესახებ რადიო „მარნეული“ წერს.
ნანას მსგავსად, ქვეწარმავლების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ქალაქ მარნეულში მცხოვრებ სალომე მოძღვრიშვილს რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გველი სამზარეულოში დახვდა. ქვეწარმავლის სახლიდან გაყვანაში ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარა.
როგორ რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, დავით ჭიკაძემ უთხრა, აღნიშნულ მიმართულებას მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო კურირებს. მიმართვიანობის საფუძველზე კი რეაგირებას სპეციალური ჯგუფი ახდენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ კვირაში, მარნეულში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის 3 შემთხვევა გამოვლინდა.