ქალმა უნიტაზის ჩასარეცხ ავზში ოთხი გველი იპოვა (ავსტრალია)

გველი

ავსტრალიელმა ქალმა, სოფი პირსონმა უნიტაზის ჩასარეცხ ავზში ოთხი გველი იპოვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

25 წლის ავსტრალიელი ქალი იხსენებს, რომ ის რაღაც დროს განმავლობაში უნიტაზის ჩარეცხვას ვერ ახერებდა.

ის გაოგნდა, როდესაც ჩასარეცხ ავზში ერთმანეთს შემოხვეული 4 გველი აღმოაჩინა.

„ცოტა დავიბენი და ვიფიქრე, რომ თავსახური უნდა ამეხადა და მენახა, რაში იყო საქმე”, – თქვა მან. რამდენიმე წამი ვუყურებდი და ვფიქრობდი… მოიცა, ეს ასე არ უნდა იყოს“,- ამბობს ქალი.

პირსონმა ქვეწარმავლებს მობილურით ფოტო გადაუღო, სანამ მათ მოშორებაში დასახმარებლად მეგობარს დაურეკავდა.