VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ კლინიკაში გველით დაკბენის სამი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის კლინიკური დირექტორი, ტატა შენგელაია აცხადებს, დაკბენილებიდან ერთ-ერთი ბავშვი იყო.
„შუახნის ქალი გავწერეთ ორშაბათს, რომელიც ჩვენს კლინიკაში დაახლოებით, ერთი კვირა გადიოდა მკურნალობას. წინა კვირას ბავშვი მოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე არ იყო, მაგრამ თბილისში ბავშვთა კლინიკაში გადავიყვანეთ“, - ამბობს ექიმი.
რაც შეეხება მეორე კლინიკას, 2 ივნისს „ავერსში“ გველის ნაკბენით 9 წლის ბავშვი მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მცირეწლოვანს მკურნალობა ადგილზე გაეწია და იგი უკვე ბინაზეა გაწერილი.