რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს 2025 წელს
1734542562
იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.
ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
მუნიციპალიტეტებში სადაც უამინდობაა მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები.
უხვი ნალექის შედეგად მუნიუციპალიტეტში დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.
რეგიონში, მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის მანძილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა. იმერეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.