სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.