რომელი ფერები მოუტანს წარმატებას თქვენს ზოდიაქოს ნიშანს 2025 წელს

ფერები

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ფერები აქვს, რომლებიც მის ენერგიას შეესაბამება, რაც საშუალებას აძლევს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, არა მარტო ირგვლივ მყოფებს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნონ საკუთარი თავი.

ასტროლოგები ხშირად საუბრობენ ამ ფერებზე. ვნახოთ, მათი აზრით, რომელი ფერებია თქვენთვის შესაფერისი და წარმატების მომტანი.

ვერძი

ცეცხლის ნიშანი ყველა გაგებით, სწორედ აქ არის ენერგია და იმპულსურობა! მათ ძალიან უხდებათ ნათელი ფერები, განსაკუთრებით წითელი. მნიშვნელოვანია ასევე,  შავი და ხაკისფერი.

წითელი ვერძში იზიდავს იღბალს და კეთილდღეობას, ისინი მისგან არიან დამუხტულები, ლიდერები ხდებიან. თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ წითელი ფერის მძლავრი ენერგიით და ის ზედმეტად აგრესიულს გხდით, მაშინ უმჯობესია შავი ფერი აირჩიოთ, რადგან ვერძი შავს აღიქვამს, როგორც  გარე სამყაროსგან დაცვას.

თუ ვერძი ხაკისფრით გამოვიდა გარეთ, მაშინ იცოდეთ, რომ „ბრძოლისთვის“ ემზადება.

კურო

კურო კომფორტს აფასებს და ცხოვრებით ტკბობა უყვარს, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, პასტელის და ბეჟი ფერები, ასევე, წითლის, ყვითლის და ყავისფრის მშვიდი ელფერები აირჩიონ, რომლებსაც ტანსაცმელში, აქსესუარებსა და სახლის დეკორაციაში გამოიყენებენ. მათი ენერგია მიწაზე დაშვებისა და ცხოვრების ტკბობისკენ მიმართავს კუროებს.

გარდა ამისა, ყვითელი ფერი სასიკეთოდ მოქმედებს ზოდიაქოს ამ ნიშანზე, მშვიდი შინაგანი სინათლით მუხტავს მას და საშუალებას არ აძლევს, სიზარმაცეს ბოლომდე დაემორჩილოს.

ყავისფერი კუროში ბაღის მოვლისა და ლამაზი ყვავილების გაშენების სურვილს, აგრეთვე, ტყეში გასეირნების, ბუნებაში ყოფნის მოთხოვნას აღვიძებს.

ტყუპი

ტყუპებისთვის შესაფერისია ნათელი, სუფთა ფერები დამატებითი ტონების გარეშე: ყვითელი, მწვანე და თეთრი. მათთვის მთავარია კომუნიკაცია, დიალოგი საზოგადოებასთან, ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და ძალზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადაცემა „შეფერხებების“ გარეშე, შესაბამისად, ფერის სისუფთავე დიდ როლს თამაშობს. თავიანთი „ძლიერების ფერების“ გამოყენებით ისინი თითქოს ეუბნებიან მსოფლიოს: „ნახეთ, რა ინტელექტი გვაქვს, შეგიძლიათ გვენდოთ“.

მწვანე ფერი ძალიან  ეხმარება ტყუპებს კონცენტრირებაში, რადგან მათ ყოველთვის აქვთ ბევრი გადაუდებელი და თან ერთდროულად მოსაგვარებელი  საქმე.

კირჩხიბი

კირჩხიბები მთვარის ენერგიას ატარებენ, ისინი მგრძნობიარენი არიან და იციან როგორ განაწყონ ადამიანები დადებითად საკუთარი თავის მიმართ, ამიტომ მათი ფერებია: ნაცრისფერი/ვერცხლისფერი, ცისფერი და ლაჟვარდისფერი.

ნაცრისფერი და ვერცხლისფერი კირჩხიბებში ინტუიციის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ფერები კირჩხიბებს ემოციურ სტაბილურობასაც ანიჭებს, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ლურჯის  ელფერები კირჩხიბებს საშუალებას არ აძლევს, თავიანთ „ნაჭუჭში“ჩაიკეტონ. პირიქით, ცისფერი, ლურჯი და მათი ელფერები კირჩხიბებს უფრო ლაღებს და მზრუნველებს ხდის.

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მზის ფერებს: ოქროსფერს, ყვითელსა და ნარინჯისფერს, რომლებიც მათ ენერგიას, სიცოცხლის ხალისს და სიხარულს ანიჭებენ.

ოქროსფერი ლომების ფავორიტი ფერია. ის ხაზს უსვამს მათ ექსკლუზიურობას და გულუხვობას. ოქროსფერი ნამდვილად მეფეთა და დედოფალთა ფერია... ვრცლად