1740223504
ფოთში თოვლის სახით მოსული უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ფოთის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, გარკვეულ უბნებში გათიშულია ელექტროენერგია.
მერიის ცნობით, ნალექისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 6000-მდე აბონენტს.
აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და 17:00 საათისთვის სრულად აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.მოსალოდნელი უამინდობის გამო, 24 და 25 თებერვალს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება , ასევე მხოლოდ 24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდება საჯარო სკოლებში .მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.