ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ
1742501851
7 მაისი, 2022, 18:00 საათი, წყაროების პარკი (კახეთი, ქ. ახმეტა) – ევროკავშირის მხარდაჭერით, ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი, ევროპის კვირეულის ფარგლებში, უკრაინის მხარდამჭერ ახალგაზრდულ ფესტივალს გამართავს.
ღონისძიების განმავლობაში, ქ. ახმეტაში, წყაროების ტყეპარკში მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ახალგაზრდული ღონისძიებები, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების კონცერტი, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები მთელი საქართველოდან, მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კახეთში, დროებით მცხოვრები უკრაინელები. ღონისძიების განმავლობაში, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმართავენ საზოგადოებას და შეახსენებენ როგორც ევროკავშირის როლს საქართველოს განვითარებაში, ისე ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერის მნიშვნელობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის.
ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი ქართველი და ქისტი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2020 წელს, KRDF კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ. ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ახალგაზრდულ საქმეთა ადვოკატირება და ინტეგრაციის ხელშეწყობა. ალიანსის სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად, ახმეტის ახალგაზრდული ფესტივალი პრეცედენტულია არა მხოლოდ ახმეტისთვის, არამედ მთლიანად კახეთისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ კახეთში მსგავსი ტიპის ახალგაზრდული ღონისძიება არასოდეს ჩატარებულა.
ახმეტის ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების: ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი Akhmeta Lag და EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის (CENN, KRDF, GreenLane) ფარგლებში და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:კახი გიგაური, ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი ( 557274769; kgigauri@krdf.ge)